როგორ შევიძინოთ ფარდა?
ფარდების არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მთლიანი ინტერიერის შექმნისას. სწორად არჩეული ტექსტილით შესაძლებელია ოთახში სასურველი აქცენტების დასმა, ინტერიერის შევსება და კონკრეტული ატმოსფეროს შექმნა. იქამდე, სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებდეთ, აუცილებელია ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა, სწორედ მეფარდე-ს დიზაინერი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როგორი ტიპის ფარდები არსებობს, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და რით გამოირჩევა თითოეული მათგანი.
თუ ახალი ფარდების შეძენაზე ფიქრობთ, თავდაპირველად გაეცანით ქვემოთ მოცემულ კლასიფიკაციას.
არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია. ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე ტიპს, რათა თქვენი არჩევნის დიაპაზონი შემცირდეს და უფრო გაგიადვილდეთ გადაწყვეტილების მიღება.
ა. ფარდა ტიპების მიხედვით ფარდები იყოფა:
ხოლო მთლიანი ფარდები დახურვისას მთლიან ფანჯარას ფარავენ. გადაწევა შესაძლებელია ნებისმიერ მხარეს და ასევე თანამედროვე ფარდის დამჯერების საშუალებით გვერდზე დაფიქსირებაც. ასეთი სახის ფარდები პოპულარულია „მოდერნისა“ და “Casual”-ის სტილში.
ეს არის მოკლე ფარდა, რომელიც ფარავს ფანჯრის ზედა ნაწილს. ყველაზე ხშირად ის გამოიყენება დამატებითი დეკორაციისთვის. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ცალკე, ისე ძირითად ფარდასთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში, პელმეტის გამოყენება შესაძლებელია ცალკეც. მაგალითად, როცა ფანჯარაზე ჟალუზი გაქვთ, ან არ გსურთ ხედის დაფარვა.
ეს ვარიანტი თავის თავში მოიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება დაგჭირდეთ ფანჯრის გასაფორმებლად. ზოგიერთ კომპლექტში ასევე შედის სხვადასხვა ტიპის აქსესუარი.
ეს მოდელი პელმეტს ჰგავს. ესაა გრძელი, თხელი ნაჭერი, რომელსაც კარნიზიდან კიდებენ და ფარდაგის მსგავს ფორმას აძლევენ. ასეთი ტიპის ფარდას სჭირდება მინიმალური შეკერვა, ასევე მასზე არ ჩნდება დამატებითი ნაკეცები. ეს ტიპი მშვენიერი ვარიანტია, რათა შეიქმნას მსუბუქი, ჰაეროვანი კომპოზიცია. ოპტიმალური არჩევანია პანორამული ფანჯრებისთვის.
ერთ-ერთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ფარდის შუქგამტარობის ხარისხი. ეს უნდა შეირჩეს თითოეული ოთახის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რომ გაიგოთ, რა სისქის ფარდა გჭირდებათ, დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა.
- გინდათ თუ არა, რომ ფარდა ატარებდეს მზის შუქს მაშინ, როცა გადაწეულია?
- რამდენად გინდათ, თავი დაიცვათ უცხო თვალისგან და შექმნათ უფრო ინტიმური ატმოსფერო?
- ფარდამ უნდა შეასრულოს თუ არა რაიმე დამატებითი ფუნქცია დეკორაციის გარდა?
ბ. შუქგამტარობის ხარისხის მიხედვით ფარდები იყოფა:
ასეთი ფარდა უზრუნველყოფს დღის შუქს ოთახში მაშინაც კი, როცა ის დახურულია. თუმცა მათ არ შეუძლიათ შიდა სივრცის დამალვა გარედან და ძირითადად გამოიყენება როგორც დეკორი. ეს კარგი ვარიანტია პანორამული ფანჯრებისთვის და ოთახებისთვის, რომლებსაც საღამოს საათებში არც ისე ხშირად იყენებთ. ასეთ ფარდას ძირითდად იყენებენ ღამის ფარდის ქვეშ.
ნახევრად-გამჭვირვალე ეფექტის შექმნისთვის გამოიყენება არც თუ ისე სქელი ნაჭერი, რომელსაც შეუძლია მზის შუქის ნაწილობრივ გატარება. ეს ტიპი ასევე უზრუნველყოფს მეტ სიმყურდოვეს და გამოსადეგია თითქმის ყველა ოთახისთვის საძინებლის გარდა.
ფარდა, რომელიც უქმნის ბარიერს დღის სინათლეს. ის დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით, შავი ძაფის გამოყენებით, რაც, დეკორატიულის გარდა, განაპირობებს ხმისა და სინათლის იზოლაციას. ასეთი ფარდა უმეტესად გამოიყენება ისეთ ოთახებში, როგორებიცაა საძინებელი და სახლის კინოთეატრი.
გ. სტილის მიხედვით ფარდებს ყოფენ შემდეგ კატეგორიებად:
ასეთი სტილის ფარდას ხშირად ირჩევენ საძინებლისთვის, სააბაზანოსა და სამზარეულოსთვის. ის ერთგვარ ნაზ ტალღას ქმნის და თითქმის არ იკეცება. მათ ძირითადად იყენებენ მინიმალისტურ კარნიზებთან ერთად ყოველგვარი „რთული“ დეკორის გარეშე.
კლასიკური სტილი ყოველთვის აქტუალური იქნება ნებისმიერი ოთახისთვის. ამ ფარდას ყველაზე ხშირად იყენებენ პელმეტებთან და სხვა აქსესუარებთან ერთად საერთო კომპოზიციის შექმნისთვის. ეს გაფორმება დიდხანს გამოგადგებათ და არასდროს დაკარგავს აქტუალობას.
ამ სტილის ფარდა გვთავაზობს კლასიკურის თანამედროვე ინტერპრეტაციას. უმეტესად, ისინი გვხვდება ნაცრისფერ და ყავისფერ ფერებში. ხანდახან შეიძლება იყოს ფერადიც პოპ-არტის სტილის შექმნისთვის.
ეს სტილი ასახავს თანამედროვე დიზაინს მთლიანობაში. ასეთი გაფორმება, როგორც წესი, მინიმალისტურია და ხშირად მოიცავს მეტალსა და ეკოლოგიურად სუფთა ნაჭერს. ერთფეროვანის გარდა, გავრცელებულია ტექსტილი გეომეტრიული ორნამენტითა და აბსტრაქტული ნახატებით.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ფარდის არჩევისას, არის მასალა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გარეგნულად, ისე შუქის გატარების თვალსაზრისით.
დ. მასალის მიხედვით ფარდები იყოფა:
ბამბა ძალიან გავრცელებული მასალაა უამრავ სფეროში. ის ნახევრად-გამჭვირვალე ნაჭერია, ამიტომ ატარებს საკმარისს შუქს და ამავდროულად ინარჩუნებს კონფიდენიალურობასაც. მისგან დამზადებულ ფარდას ხშირად იყენებენ სხვა ნაჭერთან ერთად, რათა მთლიანი კომპოზიცია შეიქმნას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბამბის ფარდას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა.
ბამბა ნარევი ტილოს ფარდები ტილოსთან შედარებით უფრო მძიმეა, თუმცა, ამასთან ერთად, ადვილად ფორმირდება და აყალიბებს მსუბუქი ტალღის ეფექტს. ის ატარებს შუქს ზომიერად.
ხავერდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალაა ფარდისთვის. ის განაპირობებს მაქსიმალურ დაცულობასა და სიმყუდროვეს. ასევე აკავებს ორპირს და ამცირებს ხმაურს. ასეთი ფარდა მშვენიერი არჩევანია საძინებლისთვის. თუმცა ხავერდი მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, რადგან ის შედარებით რთულია საწმენდად.
ნაქარგიანი ძალიან კარგი არჩევანია, თუ გნებავთ მსუბუქი, ნათელი და ჰაეროვანი კომპოზიციის შექმნა. ის არ ატარებს ბევრ შუქს და არ იცავს ოთახს უცხო თვალისგან. ეს ფარდა ყველაზე პოპულარულია სამზარეულოსა და ნებისმიერ ოთახში, სადაც მაქსიმალურად ბევრი სინათლის შენარჩუნება გსურთ. ასევე ძალიან ეფექტურია ნაქარგიანი ტულის ტანდემი სხვა უფრო სქელ ნაჭერთან, რაც უფრო კომპლექსურ და ლამაზ კომპოზიციას შექმნის.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალა ფარდებისთვის სწორედ სინთეტიკური ქსოვილია. მისი წარმოება ბევრად იაფია, ვიდრე ბუნებრივი ქსოვილის, და გასასუფთავებლადაც ძალზე მარტივია. ამიტომ, თუ ფასი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არჩევისას, სინთეტიკური ფარდა საუკეთესო ვარიანტია.
შემდეგი, რისი არჩევაც მოგიწევთ, არის ერთფეროვანი და ორნამენტიანი ანუ სახიანი ნაჭერი.
ე. ორნამენტის მიხედვით ფარდები იყოფა:
შაბლონური ორნამენტის მქონე ფარდა შეიძლება ძალიან კარგი ვარიანტი იყოს ინდივიდუალურობის გამოხატვისთვის. პატერნის უამრავი ვარიანტი არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ყვავილების, ხაზების, უჯრების, გეომეტრიული ორნამენტი. ასევე ხშირად შევხვდებით აბსტრაქციებს, წერტილებსა და გრაფიკულ ანაბეჭდებსაც.
ერთფეროვანი ფარდა ძალიან კარგია ინტერიერის სხვა ელემენტზე აქცენტის გასაკეთებლად. ის ქმნის უნივერსალურ და თანამედროვე გარემოს. ერთფეროვანი ფარდა გვხვდება ყველანაირი სტილის ოთახში.
ფარდის სიგრძე ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რადგან ის უნდა ერგებოდეს როგორც ოთახის სტილს, ასევე ფანჯრის ზომასაც.
ვ. სიგრძის მიხედვით ფარდა შეიძლება იყოს:
ფარდა, რომლის სიგრძე რაფამდეა, იდეალურია იმ ფანჯრებისთვის, რომლებსაც ხშირად აღებთ. მას ირჩევენ სამზარეულოსთვის, აბაზანისა და ისეთი პატარა ფანჯრებისთვის, როგორებიც კოტეჯებსა და აგარაკებზეა.
ასეთი ფარდა ძალიან გამოსადეგია ფანჯრის სიგრძის ვიზუალურად გაზრდისთვის. ის გამოიყენება პატარა ფანჯრებთან სამზარეულოში, აბაზანაში და ზოგიერთ საძინებელში. უმეტესად, კარნიზი მაგრდება ფანჯრის უფრო ზემოთ, ხოლო ფარდა ეშვება რაფიდან 10-15 სანტიმეტრით ქვემოთ. როცა ფარდა გაწეულია, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ფანჯარა უფრო დიდია, ვიდრე ის რეალურადაა.
იატაკამდე სიგრძის ფარდა პრაქტიკულია თითქმის ყველა სახის ფანჯრისთივს. ის, როგორც წესი, მთავრდება დაახლოებით 1-2 სმ-ით ზემოთ იატაკამდე. ასევე მათ იყენებენ ისეთ ფანჯრებზე, რომლებსაც თითქმის არასდროს აღებენ, რათა შეიქმნას პანორამულის ილუზია.
ესაა ყველაზე გრძელი ფარდა, რომელიც ეხება იატაკს. მისი სიგრძე 10-15 სმ-ით უფრო დიდია, ვიდრე კარნიზიდან იატაკამდე, ამიტომ იკრიბება იატაკზე, როგორც საქორწინო კაბა. ეს სიგრძე კარგი არჩევანი იქნება, თუ გსურთ დრამატული ან რომანტიკული განწყობის შექმნა ოთახში.
მასალის ტიპის მიხედვით ფარდებს შეიძლება ჰქონდეს რაიმე დამატებითი ფუნქცია
ზ. ფუნქციების მიხედვით ფარდები იყოფა:
მძიმე და სქელი ნაჭერი, როგორებიცაა სინთეტიკა და ხავერდი, განაპირობებს დამატებით იზოლაციას თქვენი ფანჯრებისთვის. ეს ფუნქცია გამოგადგებათ ორპირის თავიდან ასარიდებლად, ასევე თუ ცხოვრობთ განსაკუთრებულად ცხელ ან ცივ ადგილას. ამ ტიპის ფარდას უმეტესად საძინებელში იყენებენ. ის ინარჩუნებს სითბოს ზამთარში, ხოლო სიგრილეს - ზაფხულში.
გარდა ნაჭრებისა, რომლებსაც თავად აქვთ თბოიზოლაციის უნარი, არსებობს ასევე ხელოვნური იზოლაციური ფარდები. მათთვის იყენებენ ლამაზ დეკორატიულ ნაჭერს გარე მხარეს, ხოლო უკანა მხრიდან - დათბილულ ფენას.
ფარდა, რომელსაც შეუძლია ქუჩის ხმაურის შემცირება, ხდება აუცილებელი ქალაქის პირობებში ცხოვრებისას ან ისეთი ადამიანის საძინებელში, რომელსაც ფხიზელი ძილი აქვს და მარტივად ეღვიძება ხმაურზე. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ფარდა უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია, თუმცა გაგიკვრიდებათ, როცა გაიგებთ, რომ ეს მითი არაა. ტექსტილის მწარმოებელი მთავარი კომპანიები ყოველდღიურად ცდილობენ, შექმნან ისეთი ქსოვილები, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებენ ხმაურს.
მწარმოებლები გარე გამოყენების ფარდებს ამზადებენ სქელი, წყალგამძლე მასალისგან. ასეთი ფარდა არ იწვება მზეზე და აქვს წყალგამძლე და ჭუჭყგამძლე დაფარვა.
ყველა ზემოთხსენებული რჩევის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ აირჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური ტიპის ფარდა!