საფარდე ზომის აღება და დათვლა

ფარდების არჩევა და შეძენა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან თუ ზომებში შეცდომას დაუშვებთ, შესაძლებელია მიიღოთ სრულიად განსხვავებული შედეგი, ვიდრე ელოდით. ამ სტატიაში მეფარდის გამოცდილი დიზაინერი გეტყვით, თუ როგორ უნდა გაზომოთ და აირჩიოთ ფარდები სწორად.

როგორ ავიღოთ ფარდის ზომა? rogor avigot fardis zoma? საფარდე ზომა, ფარდის კარნიზი, ფარდების დათვა - ფარდის დათვლა

ძირითადი პარამეტრები
მეფარდის დიზაინერი გირჩევთ, ფარდების შეკვეთამდე გაითვალისწინოთ სამი ძირითადი პარამეტრი:

  • კარნიზის სიგრძე
  • ფარდების სიმაღლე
  • ე.წ ზბორი სიხშირე.

კარნიზის სიგრძე

კარნიზის სიგრძის მისაღებად მეფარდე გირჩევთ გაზომოთ საფარდე კარნიზის მთლიანი სიგრძე, სადაც უნდა დაიკიდოს ფარდა.

იმ შემთხვევაში თუ ჯერ არ გაქვთ კარნიზი, უნდა გაზომოთ მანძილი კედლიდან კედელამდე, ან გაზომოთ თვითონ ფანჯრის ზომა და თითო მხრიდან (მარჯვენა და მარცხენა მხარე) დაუმატოთ 20-20სმ. მაგ: თუ ფანჯრის სიგანეა 2 მ, ამას უნდა დაემატოს ორივე მხრიდან 20-20სმ, ანუ ჯამში იქნება 2.40 მ.

ფარდის ზბორის ანუ ნაკეცების სიხშირე

ფარდის ოპტიმალური ზბორის მისაღებად, მეფარდეს გამოცდილი დიზაინერი გირჩევთ, კარნიზის სიგრძე გაამრავლოთ შემდეგ ზომებზე:

  • 1.5-ზე, ეს იქნება მინიმალური ზბორით ანუ ნაკეცებით. სასურველია მხოლოდ სქელი ფარდების შემთხვევაში, ისეთ ადგილებში სადაც ფარდა იქნება, როგორც დეკორატიული ელემენტი და ხშირად არ დაგჭირდებათ ფანჯრის დახურვა.
  • 2-ზე, საშუალო და ყველაზე გავრცელებული ზბორი, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, როგორც დეკორატიული ისე ფუნქციური თვალსაზრისით.
  • 3-ზე საშუალოზე მეტი, რეკომენდირებულია სადა, თხელი ფარდების შემთხვევაში, რადგან უფრო ხშირი და დიდი რაოდენობის ნაკეცები, თხელ ფარდას აძლევს უფრო მდიდრულ და ტალღისებურ შესახედაობას.

 

ფარდის სიმაღლე

მეფარდე გთავაზობთ დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული ფარდის სიმაღლის 3 ტიპს:

  • ფანჯრის რაფამდე ან რაფის ქვევით, რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურად არ რჩება ადგილი ფარდისთვის ან სხვა მსგავსი მიზეზის არსებობის შემთხვევაში
  • 2-3 სმ ით მოკლე - ერთერთი ყველაზე გავრცელებული ზომა, არის უფრო პრაქტიკული და აქვს ძალიან ლამაზი დგომა
  • ზუსტად იატაკის ზომა ან რამდენიმე სანტიმეტრით უფრო გრძელი. ასევე არის საკმაოდ მოთხოვნადი ზომა და აქვს ძალიან ლამაზი დგომა


ფარდის ზომის განსაზღვრის შემდეგ შეგიძლია თამადად შეგვიკვეთოთ სასურველი მოდელის ფარდა ჩვენს ვებ გვერდზე, Mefarde.ge

მეფარდე-ს გუნდი მუდამ მზად არის სიამოვნებით დაგეხმაროთ, სწორი ფარდების არჩევაში!