როგორი ფარდა უხდება ნაცრისფერ კედლებს?
როგორი ფარდა მოუხდება ნაცრისფერ კედლებს?
ნაცრისფერი დიდი ხანია მიიჩნევა „ახალ შავად“ არა მარტო მოდაში, არამედ ინტერიერის
დიზაინშიც. არსებობს მისი ათობით ვარიაცია სითბოს, ინტენსივობისა და ქვეტონის
მიხედვით.
ამ პალიტრის მთავარი პლუსი ნეიტრალურობა და ელეგანტურობაა. ნაცრისფერ ფონზე
ნებისმიერი ფერი განსაკუთრებით წარმოჩინდება. მაგალითად, პასტელის გამა უფრო
ნაზი ჩანს, წითელი არც ისე დრამატულია, ხოლო ნეონის - ნაკლებად მკვეთრი და
გამომწვევი.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბაზისო ფერების, არამედ პრინტისა და ფერების
შეხამებაც.
ფერის თავისებურებები
ნაცრისფერი ერთგვარი შუალედია შავსა და თეთრს შორის. სიმკვეთრიდან გამომდინარე,
ის შეიძლება იყოს როგორც ფონი, ან, პირიქით, ოთახის მთავარი აქცენტი.
ნაცრისფერის ტონები, მიუხედავად ვიზუალური სიმარტივისა, ინტერიერს ანიჭებს
განსაკუთრებულ პეწს. ისინი არ ღლიან თვალებს და სრულ თავისუფლებას გვაძლევენ
აქსესუარებისა და ტექსტილის არჩევაში. მაგალითად, ნაცრისფერი კედლების მქონე
ოთახში ფარდები ვიზუალურად ადიდებენ სივრცეს.
რა ეხამება მუქ ნაცრისფერ კედლებს?
მუქი ნაცრისფერი შპალიერი იშვიათად გამოიყენება ყველა კედლის მორთვისთვის.
როგორც წესი, ისეთ ფერებს, როგორებიცაა სველი ასფალტი და გრაფიტი, უმეტესად
იყენებენ ერთი კედლის ან რაიმე კონკრეტული ზონის დეკორისთვის. ასეთი ფერები
ვიზუალურად აპატარავებს ოთახს, ამიტომ ფარდის არჩევა სჯობს უფრო ნათელ და
მკვეთრ ფერებში.
რა ეხამება ღია ნაცრისფერ კედლებს?
ღია ნაცრისფერ კედლებს ძალიან უხდება გამჭვირვალე ტიულიც და მკვეთრი, ღრმა
ფერებიც. მთავარია, გამოვრიცხოთ ტექსტურისა და ფერის იდენტურობა: ტექსტილის
აქსესუარები გამოკვეთილი უნდა იყოს კედლების ფონზე.
მისაღებში
მისაღების ინტერიერი უნდა იყოს მომადუნებელი, თუმცა არა მოსაწყენი, ამიტომ
ნაცრისფერი კედლები ამისთვის კარგი ვარიანტია. ამ ფერისთვის მარტივია ავეჯის,
ტექსტილისა და დეკორის შეხამება. ფარდის არჩევაში დაგვეხმარება ინტერიერის
დიზაინის ვარიანტების რამდენიმე თავისებურება:
- კლასიკა - ამ კონცეფციისთვის უმეტესად გამოიყენება ნაცრისფერ-თეთრი შპალიერი. ამ დროს კარგად გაოიყურება თეთრი ფარდები გამჭვირვალე ან თეთრი ტიულით.
- მოდერნი - მარტივ ინტერიერში თანამედროვე ავეჯით კარგად გამოიყურება ნაცრისფერ-კრემისფერი კედლები, მათთვის კი საუკეთესოა თბილი ფერების ფარდები.
- ჰაიტექი - ამ ავანგარდულ მინიმალისტურ სტილს იდეალურად შეესაბამება მუქი ნაცრისფერი ან ლურჯ-ნაცრისფერი კედლები, რომლებსაც შეეხამება მძიმე ქსოვილის თეთრი ფარდა.
- სკანდინავიური სტილი - ეს მოდური ეთნო-ფორმატი იდეალურია მოცულობითი მისაღებისთვისა და კოტეჯებისთვის. თუ ამ დროს გამოვიყენებთ ცივ ნაცრისფერს, ფარდა შეგვიძლია ავარჩიოთ თეთრი ტიულის
საძინებელი
საძინებლის ინტერიერი უნდა გვიქმნიდეს დასვენებისა და სიმშვიდის განწყობას. თუ ოთახში გვაქვს ნეიტრალური ნაცრისფერი კედლები, შეგვიძლია ავირჩიოთ ანტრაციტის ან კვამლისფერი ფარდები ღია ტიულით.
მუქ ნაცრისფერ კედლებს ანეიტრალებს რძისფერი-თეთრი ან პასტელისფერი ფარდა.
თუ ტექსტილს ვარჩევთ მცირე ზომის სივრცისთვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ
რამდენიმე ხრიკი:
- ფარდის ჩამოკიდება უმჯობესია ჭერზე მიმაგრებულ კარნიზზე - ასე ოთახი უფრო მაღალჭერიანი გამოჩნდება;
- თეთრი ან რძისფერი ნახევრად-გამჭვირვალე ფარდა უხდება როგორც მუქ, ისევე ღია ნაცრისფერ კედლებს;
- თუ ნაცრისფერი კედლების მქონე ოთახი მცირე ზომისაა, უმჯობესია, უარი ვთქვათ მუქ და მძიმე ფარდებზე;
- ოთახის ვიზუალურ გადიდებაში დაგვეხმარება გამჭვირვალე ღია ფერის ტიული. შიდა სივრცის უცხო თვალისგან დასაფარად კი შეიძლება ჟალუზების ან „ჩამოსაწევი“ ფარდების გამოყენება.
სამზარეულო
- სამზარეულოში, როგორც წესი, ნაცრისფერი კედლები გამოიეყენბა პროვანსის ან ჰაიტექის სტილის შემთხვევაში. თუ ფარდას ვუხამებთ მუქ ნაცრისფერ კედლებს ან ინტერიერის მეტალის კომპონენტებს, საუკეთესო არჩევანია თეთრი ტიული მატის ტექსტურით ყველანაირი დეკორის გარეშე.