გარანტია

საგარანტიო პირობები mefarde.ge-ს მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ საფარდე მოდელს გააჩნია ჩვენი კომპანიის მიერ მოცემული გარანტია და გულისხმობს უფასო მომსახურებას სრული საგარანტიო ვადის (როგორც წესი, 6 თვის ან მეტი) პერიოდში საგარანტიო პირობების დაცვით.

ნივთებზე, რომლის ვებ გვერდზე აღწერილია კონკრეტული გარანტიის ვადა, საგარანტიო პირობები მოქმედებს აღნიშნულ პერიოდზე, ხოლო ყველა სხვა ნივთი, რომელსაც შეძენიდან 2 დღის ვადაში აღმოაჩნდება ნებისმიერი სახის ქარხნული წუნი, ექვემდებარება ახლით შეცვლას ან მომხმარებელთან შეთანხმებით გარაკვეულ პროცენტით ფასის დაკლებაზე ან თანხის დაბრუნებას ნივთის სრული ღირებულების მოცულობით. (განვადებით შეძენილი საქონლის შემთხვევაში - განვადების გაუქმებას).

საგარანტიო სიტუაციის წარმოშობისას, მომხმარებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით მიიტანოს ნივთი კომპანიის ოფისში. შეკეთებული/შესწორებული ან შეცვლილი ნივთის უკან გაგზავნის ხარჯებს თავის მხრივ, ანაზღაურებს ჩვენი კომპანია.

აღნიშნული ორი პუნქტი 100%-ით უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცულობას და საუკეთესო საგარანტიო მომსახურებას რეგიონში!