როგორ შევარჩიოთ ფარდები სწორად?
ბლოგის შინაარსი:
- ფარდები ინტერიერში: დიზაინერთა რჩევები
- როგორ შევარჩიოთ ფარდები ოთახის შესაბამისად
- ფარდები სამზარეულოსთვის
- ფარდები საძინებელი ოთახისთვის
- ფარდები სასტუმრო ოთახისთვის
- ფარდების შერჩევისას ხშირად დაშვებული შეცდომები
ფარდები სახლს სიმყუდროვეს სძენს, არიდებს მას მზის სხივსა და ხმაურს და ინტერიერს ალამაზებს. რისი გათვალისწინებაა აუცილებელი ფარდების შეძენისას და როგორ მოვრთოთ ფანჯრები სწორად? კომპანია მეფარდე ყოველთვის მზადაა გაგიზიაროთ არსებული ტენდენციები, ჭკვიანური და მარტივი ხრიკები.
ფარდები ინტერიერში: დიზაინერთა რჩევები
როგორ შევარჩიოთ ფარდები იმგვარად, რომ ოთახი გალამაზდეს? გაეცანით დიზაინერთა რამდენიმე რეკომენდაციას.
ფარდები იატაკს 2-4 სმ-ით უნდა სცილდებოდეს ან ეხებოდეს მას.
ოთახის ცენტრში ამოჭრილ ფანჯარას უხდება ჭერთან ახლოს მიმაგრებული განიერი კარნიზი. გვერდიგვერდ არსებული წყვილი ფანჯრების შემთხევაში კი სასურველი იყოს ერთი მთლიანი კარნიზი, რაზეც შედარებით თხელი ტექსტურის ფარდა მოათავსეთ ცენტრალურ ნაწილში, სქელი ქსოვილისა კი - გვერდებზე. არაცენტრალურად ამოჭრილ ფანჯარას კი რთავენ მხოლოდ ერთი მხრიდან, გრძელი, განიერი ფარდით. ვიწრო ოთახისა თუ პანორამული ფანჯრის შემთხვევაში, უმჯობესია, არჩევანი გააკეთოთ გამჭირვალე თხელ ფარდებზე, თუ ხედის შენარჩუნება გსურთ ან ასევე შესაძლებებლია არჩევანი ფარდა-ჟალუზებზეც შეაჩეროთ.
ოთახის მზიან მხარეს გამოიყენეთ ცივი ტონალობის მქონე სქელი ქსოვილი ან ორმაგი ფარდები(ბლექაუთი), შედარებით ბნელ ნაწილს კი, თბილი ტონისა და ღია ფერის, თხელი, გამჭვირვალე ტექსტილის ფარდები დაამშვენებს.
როგორ შევარჩიოთ ფარდები ინტერიერისთვის ფერის მიხედვით? ისინი ჰარმონიულად უნდა ეხამებოდეს:
* ავეჯის ზედაპირს (ემთხვეოდეს ავეჯის ფერს ან მასზე გამოსახული ორნამენტის ერთ-ერთ ფერს მაინც)
* შიდა ინტერიერის ფერს (ჰქონდეს კედლების ფერზე 2-3 ტონით ღია შეფერილობა)
აქტუალური ვარიანტია - ერთი, ნეიტრალური ტონის (კრემისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და თეთრი შეფერილობის) მქონე ფარდების გამოყენება. თუმცა, ტრენდული გახლავთ გრადიენტული და ორ-ფერიანი ფარდებიც.
როგორ შევარჩიოთ ფარდები ოთახის შესაბამისად
ფარდების შერჩევისას გასათვალისწინეელია ოთახის მახასიათებლები: ზომა, ბუნებრივი განათება, ჭერის სიმაღლე. პატარა ოთახს არ უხდება გრძელი, მძიმე ფარდები. ისინი ვიზუალურად კიდევ უფრო ამცირებს სივრცეს. უმჯობესია, შეიძინოთ ფარდა-ჟალუზები ან რომაული ფარდები, გრძელი მოდელებით კი, გააფორმოთ მოცულობითი ოთახები. ოთახის ვიზუალურად გაფართოება შეგიძლიათ კონტრასტული, ჰორიზონტალური პრინტის მქონე ფარდებით, მისი სიგრძეში მატება კი - ვერტიკალურით.
როგორ შევარჩიოთ ფარდები სწორად ოთახის ტიპიდან გამომდინარე? მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მისი დანიშნულება. მისაღებ ოთახში შესაძლებელია თამამი ექსპერიმენტები ჩავატაროთ და მკვეთრი ქსოვილებით დავტვირთოთ. დასასვენებლად განკუთვნილი საძინებლის შემთხვევაში კი, უპირატესობა ნეიტრალური ტონის, სადა, სქელ ფარდებს მივანიჭოთ.
ფარდები სამზარეულოსთვის
კლასიკური ტექსტილის ფარდები სამზარეულოსთვის საუკეთესო არჩევანი არაა. ისინი, შესაძლოა, გაცხიმიანდეს, დაიმტვეროს, დაიორთქლოს, გაირღვეს ან დაიწვას. მეტად პრაქტიკულ ვარიანტად ითვლება:
* ფარდა-ჟალუზები (შედგება თხელი ფირფიტებისგან, რომელთა აწევა და დაწევა შესაძლებელია)
* რომაული ფარდები (იწევა და ნაკეცების ფორმით ფიქსირდება)
* რულონის ტიპის ფარდები (აწევის შემთხვევაში გრაგნილის ფორმას იღებს)
მოცემული ფარდები სრულად ფარავს სამზარეულოს ფანჯრის ჩარჩოს ან ოდნავ სცილდება მას. ისინი უხდება ყველა ფორმის ფანჯარას, ახშობს მზის სინათლესა და ორპირ ქარს. როგორ შევარჩიოთ ფარდები სამზარეულოსთვის, ფუნქციის მიხედვით? უმთავრესი პრინციპი მათ მარტივად მოვლაში მდგომარეობს. ამისათვის კი, შევარჩიოთ ისეთი ქსოვილი, რომელიც მდგრადია ჭუჭყის, გაცვეთისა და ტენიანობის მიმართ, მაგალითად, ტეფლონით დაფერილი.
ფარდები საძინებელი ოთახისთვის
დასასვენებლად, მზის სინათლის დახშობის მიზნით, საძინებელ ოთახს ორმაგი ფარდებით აფორმებენ. ღია ტიულისა და მუქი ფარდების კომბინაციით, შეგიძლიათ მოხერხებულად დაარეგულიროთ ოთახის განათება. პოპულარული ფარდები - "ბლექაუთი", მაქსიმალურად ბლოკავს სინათლის წყაროს, ხოლო მოდელები, კონტრასტული სარჩულით, იცავს ძირითად ქსოვილს გახუნებისგან.
პატარა საძინებლები შეიძლება მოირთოს რომაული ან რულონის ტიპის ფარდებით, რათა თავისუფალი სივრცე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. ტრენდულია ბუნებრივი ტექსტილი - ტილოს, ბამმბისა და ბამბუკის ქსოვილი. როგორ შევარჩიოთ ფარდები საძინებლისთვის ფერის მიხედვით? ყველაზე შესაფერისი ვარიანტია ნეიტრალური ფერის ფარდები, რომელიც ოთახის ძირითადი ფერის დიაპაზონისგან 2-3 ტონით განსხვავდება. საძინებლისთვის განკუთვნილი მოდური ფარდები ძალიან სადა, ერთფეროვანია და მარტივი გეომეტრიული ფიგურებით ან მცენარეების გამოსახულებითაა გაფორმებული.
ფარდები მისაღები ოთახისთვის
სასტუმრო ოთახის გაფორმებისას, დიზაინერები ძალისხმევას არ იშურვებენ აქტუალური და კომფორტული ინტერიერის შესაქმნელად. ამ შემთხვევაში, ფარდები, უპირველესად, დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. ისინი მყუდრო და საზეიმო განწყობას ქმნის, ამასთანავე, ასწორებს კონსტრუქციის ხარვეზებს. ჭერისა და ფანჯრის აწევა თუ დაწევა, ხედის სილამაზის ხაზგასმა, ბუნებრივი განათების დარეგულირება - ეს ყველაფერი ფარდების მეშვეობითაა შესაძლებელი. როგორ შევარჩიოთ მისაღები ოთახის ფანჯრებისთვის შესაფერისი ჩარჩო?
რაც უფრო პატარაა სივრცე და სუსტია განათება სასტუმრო ოთახში, მით უფრო მსუბუქი და თხელი ფარდებია საჭირო. დიდ ოთახში კი შეგიძლიათ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ და ნებისმიერ დიზაინზე შეაჩეროთ არჩევანი. ამ ეტაპზე ტრენდულია:
* ნებისმიერი ნეიტრალური ფერის, იატაკამდე დაშვებული, ერთფეროვანი მოდელები
* ფრანგული ფარდები
* ავსტრიული ფარდები - ფრანგული ფარდების დამოკლებული ვარიანტი
* იაპონური ან რომაული ფარდები
მოცემული მოდელების შესაკერად გამოდგება ნებისმიერი ტრადიციული ფარდის ქსოვილი. დღესდღეობით, სასტუმრო ოთახისთვის განკუთვნილი ფარდები იკერება ხავერდის, ტრიკოტაჟისა და ფლანელისგან. პოპულარული ვარიანტია - ერთი ტონის ან გრადიენტული, იატაკის სიგრძის ფარდები, რომელიც კედლების ფერს ეხამება. შესაძლებელია, ავარჩიოთ ყვავილებით ან გეომეტრიული ფიგურებით გაფორმებული ვარიანტებიც. ფარდის საკიდების სახეობათაგან პოპულარულია ლუვერსი და დაფარული კარნიზები.
ფარდის არჩევისას ხშირად დაშვებული შეცდომები
თავიდანვე, არ ვითვალისწინებთ რა, ფარდის არჩევის ზოგად პრინციპებს, ხშირად შეცდომას ვუშვებთ და ამას ვაცნობიერებთ მაშინ, როცა უკვე სოლიდური თანხა გადავიხადეთ მათ შესაძენად. რა ტიპის შეცდომები გვხვდება ყველაზე ხშირად?
- შეუსაბამო სტილი. შეცდომად ითვლება ხავერდის ფარდის ჩამოკიდება, ლამბერკინით, თუ ოთახი სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი.
- შეუსაბამო ქსოვილი. ხავერდის სამზარეულოში გამოყენება არაპრაქტიკულია, სასტუმრო ოთახში კი, საზეიმო ფარდის ჩითისგან შეკერვა - უადგილო.
- არასწორი სიმკვრივე. თუ თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს განათებულ ოთახში დაძინება, არ ღირს საძინებელში ორგანზის ქსოვილის ფარდების ჩამოკიდება.
- შეუსაბამო ფერი. შესაძლოა, ფერი, რომელიც თქვენ მოგწონთ, სავსებით არ ეხამებოდეს კედლებისა და ავეჯის ფერს.
- არასწორი სიგრძე. ფარდის შეძენამდე, გაზომეთ სასურველი სიგრძე ფარდის საკიდიდან ფანჯრის რაფამდე ან იატაკამდე.
- გადატვირთული დეკორაცია. მძიმე მოდელები, დატვირთული პრინტით, პელმეტებითა და ფოჩებით, ქმნის ვიზუალურ ხმაურს და ძველმოდურად გამოიყურება.
- იაფი მასალა. რაც უფრო ძვირია ქსოვილი, მით უფრო ელეგანტურად გამოიყურება ფარდა და მეტად გამძლეა.
სწორად შერჩეული ფარდები ვიზუალურად სასიამოვნოდ აღიქმება, ფერთა პალიტრა და სტილი ჰარმონიულია და მზისგან დამცავ ბარიერს ქმნის. გააკეთეთ გონივრული არჩევანი, თუმცა, ნუ მოერიდებით ექსპერიმენტების ჩატარებას!